invoice.ge არის ინტერნეტ-პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ ადვილად მართოთ თქვენი ვაჭრობა, დისტრიბუცია და საწყობი. ასევე ძალიან მარტივია თქვენი ნამუშევრის საგადასახადო პორტალში ატვირთვა.

პროგრამის ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ ის თითქმის ბოლომდე ავტომატიზირებულია. ერთადერთი, რაც მასთან სამუშაოდ გჭირდებათ, არის ინტერნეტში შეერთებული კომპიუტერი.

სადაც შესაძლებელია, პროგრამა აგარიდებთ ზედმეტ კითხვებს და გაურკველობას. რთულ საკითხებშიც კი invoice.ge ბრწყინავს სიმარტივით.

თქვენ შეგიძლიათ დღესვე დაიწყოთ მისი გამოყენება: ყოველ ახალ გახსნილ ორგანიზაციაზე, გეძლევათ 30 დღიანი უფასო პერიოდი.